ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობისას კამერუნელ ფეხბურთელ სამუელ ეტო’ოს დაუსვეს შეკითხვა, თუ რომელი არის უკეთესი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა თუ ჟოზე მოურინიო. კლუბ "ყატარის" ფეხბურთელმა შეკითხვაზე ასე უპასუხა:
"მე არ შემიძლია მოურინიოს გვარდიოლასთან შედარება. ერთმა ჩემპიონთა ლიგის მოგება "ბაერნით" ვერ შეძლო, ხოლო მეორემ ლიგა "პორტუს" მოაგებინა."
მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ჰქონდეს გულში წყენა ეტო’ოს, მარტივია. კარგად გვახსოვს, "ინტერმა" და "ბარსელონამ" იბრაჰიმოვიჩი და ეტო’ო გაცვალეს, თან "ბარსამ" 46 მილიონი დაუმატა მილანურ კლუბს. ამ გაცვლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი სწორედ ხოსეპ გვარდიოლა გახლდათ.
როგორც ჩანს, კამერუნელმა ვერ
დაივიწყა მაშინდელი უპატივცემულობა და თავისი ყოფილი მწვრთნელის შესახებ მსგავსი განცხადების მიზეზი, დიდი ალბათობით, ეს უნდა იყოს.
მომზადებული CaughtOffside-ს მიხედვით