სენსაცია - პეპ გვარდიოლამ "იუვენტუსთან" ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანხმა!

AutoSharing Option
Radio Sportiva-ს ჟურნალისტი ფედერიკო ჯენარელი თავისი "ტვიტერით" იუწყება, რომ "იუვენტუსის" მწვრთნელად "მანჩესტერ სიტის" მენეჯერი პეპ გვარდიოლა დაინიშნება.

ჯენარელი ირწმუნება, რომ გვარდიოლა "იუვესთან" ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გვარდიოლა "ბიანკონერიში" მასიმილიანო ალეგრის შეცვლის, რომელმაც ტურინულ გუნდში 5 წელი იმუშავა და გადადგა.

ისე, ცოტა ხნის წინ კატალონიელმა თქვა, რომ სამუშაო ადგილის გამოცვლას არ აპირებს.

გვარდიოლა "სიტის" 2016 წელს ჩაუდგა სათავეში და მას შემდეგ ამ გუნდმა ორჯერ ჩემპიონატი, ორჯერ ლიგის თასი, თასი და სუპერთასი მოიგო.

გვარდიოლას "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ფეხბურთის სამყარო დაემსგავსა ერთ დიდ "ბაზარს" ვინ სად გადადის და გადმოდის, ვინ ვის ყიდულობს და ყიდის, ვინ ფასს ადებს თავის "საქონელს" ზოგს "ცეცხლის ფასი" ადევს, ვერ იყიდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ! სადამდე მივა ეს ყველაფერი, დრო გვიჩვენებს.
გია1
14:46 24-05-2019
0
რას ნიშნავს ნორმალური პრეზიდენტი. ანიელიმ მოიყვანა რონალდო და ყველაფერს აკეთებს რომ ასეთი დონის ფეხბურთელს შეუქმნას ყველანაირი სასათბურე პირობები, რათა გუნდმაც და რონალდომაც ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგონ. ახლა მოყავს გვარდიოლა და აუცილებლად მოიყვანს სხვა ძლიერ ფეხბურთელებსაც. ამ დროს ბარსელონას დებილმა მართველებმა, დღემდე ვერ გააცნობიერეს თუ ვინ ჰყავთ გუნდში მესის სახით და კიდევ გამოთაყვანებულ ვალვერდეს ტოვებენ, რომელმაც სამით ნოლის შემდეგ , ნახევარმცველი მცველით შეცვალა.
ფეხბურთი
18:41 23-05-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული