დანი ალვეში "რეალში" არ გადავა და ნეიმარსაც არ გაუშვებს

AutoSharing Option
პსჟ-ის მცველმა დანი ალვეშმა ESPN-თან ინტერვიუში თანაგუნდელებზე - ნეიმარსა და კილიან მბაპეზე ისაუბრა.

"აქ დარჩენას ვგეგმავ, რადგან ჩემთან ჯერჯერობით ნეიმარია. მას ჯერ გუნდში თავისი საქმე არ გაუკეთებია. თუ "რეალიდან" დამირეკავენ, უცბად უარს ვეტყვი. თუ ნეიმარზე მკითხავენ, იმასვე ვუპასუხებ.

მბაპე ფანტასტიკური ტალანტია, თანაც ძალიან ახალგაზრდაა. როდესაც გაიზრდება, გაცილებით უკეთესად ითამაშებს, მაგრამ მესის დონეს ვერ მიაღწევს".

ცნობისათვის, დანიმ ამ ეტაპზე "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის გაგრძელებისგან თავი შეიკავა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ღმერთმა დაიფაროს დანი ალვეშს რეალში რა ჯანდაბა უნდა ჯერ კვალიფიკაცია აიმაღლოს, მაგრამ რეალამდე ვერასოდეს მოვა.
ჯიმია მაზავჩიკი
11:05 27-05-2019
2
დანი, მაგან და მამამისმა დოლარების სუნი იკრან და დაგეშებულები გავარდებიან! ამიტომ მაგ ცანცარას იმედი ნუ გექნება, მაინც გაგექცევა.
????
14:51 24-05-2019
0

სიახლეები პოპულარული