"ჩელსის" მენეჯერის, მაურიციო სარის მომავლის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.
ზოგიერთი გამოცემა ირწმუნება, რომ სარი მომავალ სეზონშიც "არისტოკრატების" თავკაცი იქნება, ზოგიერთის მტკიცებით კი "იუვენტუსს" ჩაუდგება სათავეში.
Sky Sports-ის ცნობით, ის "იუვესთვის" ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.
თავად სარის კიდევ ერთი სეზონი სურს ინგლისში მუშაობა, თუმცა, თუ "ბიანკონერიმ" კონკრეტული წინადადებით მიმართა, უარს არ ეტყვის.
მაურიციოს სამუშაოდ "იუვენტუსში" გადასვლის შემთხვევაში, ტურინულ კლუბს "ჩელსისთვის" კომპენსაციის სახით 5.7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.