ნეიმარმა მუხლი იტკინა დ ბრაზილიის ნაკრებში ვარჯიში ვერ დაასრულა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრები ამერიკის თასისთვის სამზადისს შეუდგა, Globo Esporte-ს ცნობით კი, თავდამსხმელმა ნეიმარმა ბოლომდე ვარჯიში ვერ შეძლო.

ნეიმარმა ერთ-ერთ თანანაკრებელთან შეჯახებისას მარცხენა მუხლის არეში ტკივილი იგრძნო. ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს, ვარჯიშის გაგრძელება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება.

ნეიმარს ნაკრების კაპიტნობა ჩამოართვეს და მის ნაცვლად კაპიტანი პსჟ-ის მცველი დანი ალვეში იქნება.

ამერიკის თასი ბრაზილიაში ჩატარდება, 14 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. ბრაზილიასთან ერთად ჯგუფში ბოლივიის, ვენესუელისა და პერუს ეროვნული გუნდები იქნებიან.

ტურნირამდე ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს ყატარსა
და ჰონდურასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცანცარავ, აქეთი იქით ძრომიალს და დროს ტარებას, რეჟიმს მიხედო ჯობია!
0

სიახლეები პოპულარული