As-ის ცნობით, "ჩელსის" ნახევარმცველის, ედენ აზარის "რეალში" გადასვლა გადაწყვეტილია.
გამოცემის მტკიცებით, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "რეალი" აზარის პრეზენტაციას "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3 ივნისს მოაწყობს.
ამ კვირაში "ბლანკოსის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ აზარის შეძენის იმედი უახლოეს ხანში აქვს.
"ჩელსი" ტრანსფერში 130 მილიონ ევროს ითხოვს, "რეალი" კი თანახმაა, 88 მილიონი გადაიხადოს.
დღეს, ევროპა ლიგის ფინალში "არსენალთან" აზარი "ჩელსიში", ალბათ, უკანასკნელად ითამაშებს.