"დეილი მეილი" იტყობინება, რომ "ჩელსი" მზადაა, ნახევარმცველი ედენ აზარი 100 მილიონ ევროდ გაყიდოს.
ადრე "ჩელსი" ბელგიელს უფრო ძვირად აფასებდა, მაგრამ იძულებული გახდა, სატრანსფერო თანხა დაეკლო, ვინაიდან მას კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება და თანაც, აუცილებელია ფინანსური ფეარ-პლეის წესები დაიცვას.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალმა" აზარის თაობაზე "ჩელსისთან" შეთანხმებას მიაღწია და ამას ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ გამოაცხადებს.
პრემიერლიგის გასულ სეზონში ედენმა 37 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.