საშინელი ამბავი - 35 წლის რეიესი ავტოავარიის შედეგად გარდაიცავალა

AutoSharing Option
"სევილიას", მადრიდის "ატლეტიკოს", ლონდონის "არსენალის", მადრიდის "რეალის", "ბენფიკას", "ესპანიოლისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

ტრაგედია დღეს ქალაქ უტრერიდან გასასვლელ გზაზე მოხდა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

35 წლის რეიესმა 2019 წლის იანვარში ესპანურ კლუბ "ესტრემადურასთან" კონტრაქტი გააფორმა. მანამდე ის ჩინეთში ასპარზობდა.

რეიესის გარდაცვალების შესაეხბ ინფორმაცია "სევილიამ" გაავრცელა, სადაც რეიესმა ევროპის ლიგა სამჯერ (2013/14, 2014/15, 2015/16) მოიგო.

"არსენალთან" ერთად რეიესმა ინგლისის ჩემპიონატი (2003/04) და ინგლისის თასი (2004/05) მოიგო, ხოლო "რეალთან" ესპანეთის ჩემპიონატი (2006/07).

"ატლეტიკოს" რიგებში მან
ევროპის ლიგა ორჯერ (2009/10, 2011/12) მოიგო. ესპანეთის ნაკრებში რეიესმა 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით სამძიმარი უკვე გამოთქვეს "არსენალმა", "ატლეტიკომ", "ესპანიოლმა" და "ბენფიკამ".
მკითხველის კომენტარები / 8 /
მართლა მაგარი იყო, იყო ეს სიტყვა ძალიან მწარედ ხვდება ყურს. ახალგაზრდა წავიდა, საწყენია...
კ ო მ ბ ლ ე
02 ივნისი 2019 02:16
1
მაგარი იგროკი იყო. საწყენია ძალიან
შაკო
01 ივნისი 2019 19:18
1
ქართულად ისნავლე ლაპარაკი და მერე აკეთე კომენტარები
glot
01 ივნისი 2019 22:46
5
ძალიან საწყენია, ღმერთმა ნათელში ამყოფოს! როცა ფორმაში იყო, ძალიან ტექნიკურად და ელეგანტურად თამაშობდა, ულამაზესი გოლები გაჰქონდა, ისეთი მოთამაშე იყო, რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი
llcl
01 ივნისი 2019 17:38
0
მეწყინა! ნათელში იყოს
nika
01 ივნისი 2019 16:41
0
მოკლეს ავერიაში კიარ მოყოლილა ;)
luka
01 ივნისი 2019 16:26
14
ყოველტვის გვემახსოვრები ხოსე ანტონიო რეიეს!
barsa
01 ივნისი 2019 16:21
0
აუ რა ცუდი, მართლაც საშინელი ამბავია! ძალიან მეწყინა რეიესის დაღუპვა. ღმერთმა გაანათლოს მისი სული საუკუნო სასუფეველში
qomagi
01 ივნისი 2019 16:14
0

სიახლეები პოპულარული