ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "თავის სტილში" ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს დილით აშშ-ის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრა გაიმართა.

კარსონში, კალიფორნიაში ერთმანეთს "ლოს ანჟელეს გელექსი" და "ნიუ ინგლენდი" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის 84-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:2 იყო, კალიფორნიული გუნდის შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა "გელექსის" ფეხბურთელებმა მეტი ვერაფერი მოასწრეს და შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - 1:2.

ზლატანს რაც შეეხება, ალბათ, მისთვის ასეთი გოლი განსაკუთრებული არაა. ასევე, 37 წლის ფორვარდმა MLS-ის წლევანდელ გათამაშებაში 12 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

ბომბარდირთა შორის ის მეორე ადგილზეა
და მხოლოდ კარლოს ველას ჩამორჩება. მექსიკელმა უკვე 16 გოლის გატანა მოასწრო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული