მიშელ პლატინი: ვიდეოგამეორების ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი

AutoSharing Option
უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფეხბურთში ვიდეოგამეორების გამოყენება გააკრიტიკა.

"ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიდეოგამეორების სისტემის გამოყენება იჩქარა, რადგან იმ მომენტისთვის არც ერთი ტესტი სრულად არ ჰქონდა გავლილი. დამატებითი ტესტის ჩატარება იყო საჭირო.

VAR-ის სისტემის გამოყენების ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან სათამაშო რიტმს არღვევს და მის განვითარებას ხელს უშლის.

მსაჯები ფეხბურთის სამსახურში უნდა იყვნენ და არა პირიქით. VAR-ის შემთხვევაში კი სწორედ ფეხბურთი ეხმარება მსაჯობას", - განუცხადა პლატინიმ "მუნდო დეპორტივოს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული