ნეიმარმა ტრავმა მიიღო და კოპა ამერიკას გამოტოვებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაზილიის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა ნეიმარმა ყატართან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და კოპა ამერიკას გამოტოვებს.

თავიდან ტრავმა ასეთი სერიოზული არ ჩანდა, თუმცა საბოლოოს გაირკვა, რომ ნეიმარი ტურნირისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

შეგახსენებთ, კოპა ამერიკა 15 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ნეიმარმა მატჩის დასაწყისში კოჭის ტრავმა მიიღო და 21-ე წუთზე შეცვალეს კიდეც. ბრაზილიამ მის გარეშეც გაიმარჯვა - 2:0. გოლები რიჩარლისონმა და გაბრიელ ჟეზუშმა გაიტანეს. პსჟ-ის ფორვარდმა ცრემლები ვერ შეიკავა და სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა სათადარიგოთა სკამი.

წლევანდელ სეზონში ნეიმარმა,
როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე 28 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი რა ნეი, რამდენჯერ უნდა მიღოო ტრამვები. ამიტომ დროსტარებას შეეშვი და მიხედე შენს ჯამრთელობას, თორე ასე არაფერი გამოგივა.?
????
16:43 06-06-2019
0
ბეილი, მჭედლიძე, ნეიმარი სულ ტრამვები გაგონილა
irakli
13:56 06-06-2019
0

სიახლეები პოპულარული