ნეიმარმა ტრავმა მიიღო და კოპა ამერიკას გამოტოვებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაზილიის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა ნეიმარმა ყატართან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და კოპა ამერიკას გამოტოვებს.

თავიდან ტრავმა ასეთი სერიოზული არ ჩანდა, თუმცა საბოლოოს გაირკვა, რომ ნეიმარი ტურნირისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

შეგახსენებთ, კოპა ამერიკა 15 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ნეიმარმა მატჩის დასაწყისში კოჭის ტრავმა მიიღო და 21-ე წუთზე შეცვალეს კიდეც. ბრაზილიამ მის გარეშეც გაიმარჯვა - 2:0. გოლები რიჩარლისონმა და გაბრიელ ჟეზუშმა გაიტანეს. პსჟ-ის ფორვარდმა ცრემლები ვერ შეიკავა და სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა სათადარიგოთა სკამი.

წლევანდელ სეზონში ნეიმარმა,
როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე 28 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ მესმის ასეთ არც თუ ისე მნიშვნელოვან თამაშებში რატომ ათამაშებენ ფეხბურთელებს რომელსაც ტრამვა არ აქვს ბოლომდე მოშუშებული მითუმეტეს ვარჯიშიც დატოვა ტრამვის გამო და შედეგიც სახეზეა ასეა დემბელეს ვარიანტიც ეს გუნდის,მწვრთნელის და იმ ექმიმების არაპროფესიონალიზმია ვინც თამაშის ნებას რთავს ამა თუ იმ კონკრეტულ მომენტში... ამის შედეგად თვითეეულმა უნიჭიერესმა ფეხბურთელმა რამდენი დაკარგა რამდენი გაუცდათ და ვერ შეძლეს თავიაანთი შესაძლებლობების უფრო მეტად რეალიზება...ჩემი აზრია ეს რათქმაუნდა...
აკაკი
13:54 06-06-2019
0
ბეილი, მჭედლიძე, ნეიმარი სულ ტრამვები გაგონილა
irakli
13:56 06-06-2019
0

სიახლეები პოპულარული