"მონაკოს" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა თავის "ტვიტერზე" იმ გუნდების მაისურების სურათები გამოაქვეყნა, რომლების ღირსებასაც იცავდა და იკითხა: "რომელი მაისურა იწვევს ყველაზე კარგ მოგონებას?"
მომხმარებელმა @MarcosBreton-მა უპასუხა: "ის, რომლითაც "არსენალში" თამაშობდი, როდესაც კაპიტანი იყავი. შენ კი მას "ბარსელონაში" სათადარიგოთა სკამზე ყოფნისთვის უღალატე".
ფაბრეგასმა კი მისწერა: "ჩატარებული 151 მატჩიდან 121 სასტარტოში დავიწყე, 6 ტურნირი მოვიგე, 2 ფინალში გოლი გავიტანე, 43 გოლი გავიტანე, 47 საგოლე გადაცემა გავაკეთე. მაგარია".