
ბელორუსმა ფეხბურთელმა ხუმრობით თქვა, რომ როცა ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, ის ესპანელს სახეში ჩაარტყამს.
"სესკის ნახვა სასიამოვნო იქნება. ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებით. როცა მას ვნახავ, სახეში ჩავარტყამ... რა თქმა უნდა, ვხუმრობ", - განაცხადა "ბატეს" ფეხბურთელმა.
სესკ ფაბრეგასი და ალექსანდერ გლები ლონდონის "არსენალის" რიგებში 2005-08 წლებში ასპარეზობდნენ. შემდეგ ბელორუსი ფეხბურთელი "ბარსელონაში" გადავიდა, სადაც კარიერა არ აეწყო და საბოლოოდ რამდენიმე გუნდში იმოგზაურა.
"ჩელსისა" და "ბატეს" შეხვედრა დღეს, 25 ოქტომბერს, "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართება.