სერბეთის ნაკრების მწვრთნელს უკრაინასთან 0:5 განადგურება არ აპატიეს

AutoSharing Option
სერბეთის ნაკრების მწვრთნელ მლადენ კრსტაიჩს უკრაინასთან 0:5 განადგურება არ აპატიეს.

ევროშესარჩევის მესამე ტურში სერბეთის ეროვნული გუნდი ლვოვში 0:5 დამარცხდა უკრაინასთან და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ლიეტუვას 4:1 სძლია, კრსტაიჩი მაინც დაითხოვეს სამუშაოდან.

მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

კრსტაიჩმა სერბეთის ნაკრები 2017 წლის ოქტომბერში, სლავოლიუბ მუსლინის გადაყენების შემდეგ ჩაიბარა.

სერბეთის ნაკრების ახალ მწვრთნელს 10 ივლისამდე დანიშნავენ.



მკითხველის კომენტარები / 3 /
emigranti სად ხარ მითხარი შემოგიერთდები მეც ვიწყებ შიმშილს, გაუშვით ვაისი და კობიაშვილიც ზედ მიაყოლეთ თავისი საძმაკაცოთი.
emigranti2
17:22 14-06-2019
0
ჯერ თავმოყვარე მწვრთნელი თავისით გადადგებოდა,მერე თავმოყვარე ქვეყანა თვითონ გაუშვებდა.სამწუხაროდ, ერთიც და მეორეც ჩვენთვის უცხოა.
კახა ქ.
02:27 14-06-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული