ვლადიმირ ზელენსკი ახალგაზრდულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს: გაერთიანებული უკრაინა შეუძლებელს შეძლებს

AutoSharing Option
უკრაინის 20-წლამდე ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეა 3:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

თანამემამულეებს წარმატება ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიულოცა.

"გაერთიანებულნი შეუძლებელს შევძლებთ. ეს ჩვენი ეროვნული იდეაა.

უკრაინის U20 ნაკრებო - არაჩვეულებრივი ხარ! თქვენ გაიმარჯვეთ, თქვენ ჩვენი იმედი ხართ, იმის მაგალითს წარმოადგენთ, რომ უკრაინას ყველაფერი შეუძლია.

ახალგაზრდა უკრაინა კი უფრო მეტსაც მოახერხებს", - წერს ზელენსკი "ფეისბუქზე".

ფინალურ მატჩში გოლი 18 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული