football.ua: გიორგი წიტაიშვილი მშობლიური ქვეყნის - საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაზე ოცნებობს

AutoSharing Option
მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრებმა გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში სამხრეთი კორეა 3:1 დაამარცხა. ამ მატჩში შესანიშნავი გოლი ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. football.ua-მ წიტაიშვილი შემდეგნაირად დაახასიათა:

"ამჟამინდელი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. დისკვალიფიკაციის გამო იტალიასთან ნახევარფინალი გამოტოვა, თუმცა ფინალში მოედანზე პირველივე წუთიდან გავიდა. მას კიევის "დინამოს" პირველ გუნდში 7 მატჩი აქვს ჩატარებული და მათ შორის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "იაბლონეცთან" (0:1) 30 წუთი ითამაშა. 1/8-ფინალში "ჩელსისთან" განაცხადში მოხვდა, მაგრამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

წიტაიშვილი კიევის "დინამოს" ახალი თაობის ერთ-ერთი
ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია.

საინტერესო ფაქტი: დაიბადა ისრაელში, მაგრამ ქართული ფესვები აქვს. ეროვნული ნაკრების დონეზე მშობლიური ქვეყნის - საქართველოს ღირსების დაცვაზე ოცნებობს. მისი მამა, კლიმენტი წიტაიშვილი ყოფილი ქართველი ფეხბურთელია.

სატრანსფერო ფასი: 800 ათასი ევრო".

გავრცელებული ინფორმაციით, წიტაიშვილის სამსახურით "ბეშიქთაში" დაინტერესდა, თუმცა ის "დინამოს" დატოვებას არ აპირებს.

და კიდევ: მას სანაკრებო მომავალზე დაუსვეს კითხვა, რაზეც მოკლედ უპასუხა, რომ ეს პროვოკაციული კითხვაა, ჯერ ამაზე არ ფიქრობს, 8 წელია უკრაინაში ცხოვრობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უკრაინელია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
didebis erovnulshi msoplio chempioni verc ukrainashi gaxdeba da verc ak da modi dzmao barem ak:))))))))
!!!!!!!
22:46 18-06-2019
2
გამოიძახეთ წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მეტი რა წარმატებას უნდა მიაღწიოს ფეხბურთელმა რომ ნაკრებში გამოიძახოთ?????????????????? ბიჭი 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონი გახდა!!! თან ფინალში გოლი გაიტანა... თავდამსხმელის პრობლემა გვაქვს ისედაც ნაკრებში რას ელოდებით????????? რატო არ იძახებთ ნაკრებში ამ ბიჭს????????????? გაუგებარი და გასაკვირია!!!!!!!
kukuri
09:52 19-06-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული