კოპა ამერიკა: არგენტინის ნაკრები პარაგვაისთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 ივნისს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინისა და პარაგვაის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში პარაგვაი სანჩესმა დააწინაურა, 57-ე წუთზე არგენტინელთან კაპიტანმა მესიმ პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა, რის შემდეგაც პარაგვაელ გონსალესს თერთმეტმეტრიანი მეკარემ აუღო.

"ალბისელესტე" B ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზეა, 23 ივნისს, უკანასკნელ ტურში ყატარს ხვდება და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

ბელუ ორიზონტი. "კოვერნადორი"
არგენტინა - პარაგვაი 1:1
გოლები: 0:1 სანჩესი (37), 1:1 მესი (57, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: გონსალესი (63, პარ)

არგენტინა: არმანი, ოტამენდი, კასკო, ტალიაფიკო, პაცელა, პერეირა
(აგუერო 46), პარედესი, დე პაული (სუარესი 87), ლო ჩელსო, მესი, მარტინესი (დი მარია 67)

პარაგვაი: ფერნანდესი, პირისი, გომესი, ალონსო, არაამენდია, რ. როხასი, ალმირონი (ორტისი 87), მ. როხასი, სანჩესი, სანტანდერი (რომერო 72), გონსალესი (ესკობარი 90)
მკითხველის კომენტარები / 16 /
კიდევ კარგი მესიმ, კარგად შეასრულა პენალტი თორემ "ეშაფოტი ან გილიოტინა" არ ასცდებოდა ჩასაფრებული შურიანი და ბოღმა მარადონასაგან და მისნარი ბოროტებისგან. იქ რამოდენიე არგენტინელმა ფეხბურთელებმა კარებთან ბურთი, რომ ააცილეს ამას ვერავინ ხედავს, მარტო მესის აცილებულ ბურთს ხედავენ ეს უმადურები და ბოღმით გასიებულები.
ვერ ვიტან ჩასაფრებულებს!
11:40 20-06-2019
9
საერთოდ ლიდერს რომ მეტი მოეთხოვება ეს ფეხბურთის კანონია მითუმეტეს თუ პრეტენზია გაქვს ოქროს ბურთზე,უცხოპლანეტიანობაზე,ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობაზე და ეს თამაშით უნდა დაამტკიცო და არა შეშლილი ფანატების ხმაურით.მარადონა ყველა თამაშზე ამას აკეთებდა.ბოროტი მარადონა არგენტინელ ხალხს ახარებდა და კეთილი მესი კი მათ აბოროტებს.სინამდვილეში რომელია ბოროტი ფულზე გადარეული ქონდრის კაცი თუ არგენტინაზე უზომოდ შეყვარებული და თავდადებული დიდი კაცი მარადონა.
შენ წამოიწყე
12:14 20-06-2019
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული