23 ივნისს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში არგენტინის ნაკრებმა ყატარს 2:0 მოუგო.
არგენტინამ 4 ქულით B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 28 ივნისს მეოთხედფინალში ვენესუელას შეხვდება.
უკანასკნელი ტურის წინ "ალბისელესტე" 1 ქულით ბოლო ადგილზე იყო და ჯგუფში ჩარჩენის საშიშროების წინაშე იდგა.
პორტო-ალეგრი. "გრემიო"
არგენტინა - ყატარი 2:0
გოლები: 1:0 მარტინესი (4), 2:0 აგუერო (82)
არგენტინა: არმანი, სარავია, ტალიაფიკო, ფოიტი (პაცელა 85), ოტამენდი, ლო ჩელსო (აკუნა 55), დე პაული, პარედესი, მარტინესი (დიბალა 76), აგუერო, მესი
ყატარი: ალ შები, ალ რავი, პედრუ, ალ ჰაჯრი (აბდუსალამი 77), სალმანი, ბუდიაფი, ჰუჰი, ჰატემი, აფიფი, ალი, ჰალიდი (კორეა 85)