კოპა ამერიკაზე მესამე ადგილისთვის მატჩში არგენტინასთან დამარცხების (1:2) შემდეგ კომენტარი ჩილეს ნაკრების ნახევრმცველმა არტურო ვიდალმა გააკეთა.
"არბიტრმა თამაში გააფუჭა, ის არ გვაძლევდა თამაშის საშუალებას და სიტუაცია უმიზეზოდ დაიძაბა. იმედია, ეს მომავალში არ განმეორდება.
თუ ამას ცივი გონებით შევხედავთ, მესამე ადგილისთვის ბრძოლის განსაკუთრებული სურვილი არც არსებობს", - ციტირებს ვიდალს TyC Sports-ი.