კონკაფის ზონის "კოპა ამერიკა" მექსიკამ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დასრულდა ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ჩემპიონატი - "ოქროს თასი", რომელიც კოპა ამერიკის პარალელურად მიმდინარეობდა და ის მექსიკამ მოიგო.

ფინალში ერთმანეთს მექსიკა და მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატები დაუპირისპირდნენ და ჩემპიონი ერთადერთმა გოლმა გამოავლინა.

მექსიკელთაგან თავი "ლოს ანჯელეს გალაქსის" ნახევარმცველმა ჯონათან დოს სანტოსმა 73-ე წუთზე გამოიჩინა, რითაც საკუთარ გუნდს მე-11 "ოქროს თასი" მოუპოვა.

ტურნირს სამი ქვეყანა - აშშ, იამაიკა და კოსტა რიკა მასპინძლობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული