ლუიშ ფელიპე სკოლარი: მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან კარგად ვითამაშეთ

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუიშ ფელიპე სკოლარის ძალიან მოეწონა მისი გუნდის თამაში კონფედერაციათა თასზე მექსიკელთა წინააღმდეგ.

19 ივნისს "სელესაომ" ტურნირზე, რომელიც ბრაზილიაში იმართება, თავისი მეორე გამარჯვება იზეიმა - მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

"თამაში ფანტასტიკურად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ მექსიკამ შეძლო გარდატეხის შეტანა და გარკვეული პერიოდი დომინირებდა კიდეც მოედანზე.

მიუხედავად ამისა, თამამად ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ეს მთელ გუნდს ეხება.

დარწმუნებული ვარ, ტრიბუნებზე არსებულმა ატმოსფერომ მექსიკელები დააფრთხო",
- თქვა სკოლარიმ შეხვედრის შემდეგ.

ბრაზილიელთა თავკაცის აზრით, მისი გუნდის თამაშზე დიდი გავლენა
დავიდ ლუისის ტრავმამ იქონია, რომელმაც თანაგუნდელთან შეჯახებისას ცხვირი გაიტეხა.

"როდესაც დავიდ ლუისს დახმარება დასჭირდა, პრობლემები შეგვექმნა. ამ მატჩში იყო 25-წუთიანი მონაკვეთი, რა დროსაც არცთუ კარგად ვირჯებოდით.

თუმცა, მეორე ტაიმში მდგომარეობა გამოვასწორეთ და თამაში დავაბალანსეთ.

მექსიკის ნაკრები წინ წასვლას რისკავდა, ჩვენ კი ისე ძლიერად ვერ ვითამაშეთ, როგორც იაპონელებთან შეხვედრაში", - აქვეყნებს სპეციალისტის ნათქვამს goal.qom-ი.

ასევე იხილეთ:

ბრაზილია-მექსიკა 2:0 - ნეიმარმა მექსიკა დაძირა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული