კაზემირო ლეო მესიზე: ვისაც პირი აქვს, შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა კაზემირომ არგენტინელთა კაპიტნის, ლეო მესის კრიტიკაზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც კოპა ამერიკაზე დამარცხებაში კონმებოლი და მსაჯები დაადანაშაულა.

"ყველა, ვისაც კი პირი აქვს, შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს.

ასეთი დელიკატური თემები ჩემი განსახილველი არ არის. ჩემი საქმე არ არის, კარგი იყო თუ არა მსაჯობა.

ყველა ბოლომდე დაიხარჯა. პერუს ნაკრებს ტურნირზე კარგი თამაში უნდა მივულოცოთ", - ციტირებს კაზემიროს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
კაზემირო, ელ კლასიკოებზე მესის ბულკებო.
4
როგორ ყველას მესისგან უკვირს ყველაფერი. მესი ისეთი ტიპია ტყუილად არ იტყოდა, ალბათ კორუფციაში არიან ჩაძმორებულები ვისაც ეს ეხებათ. რა არ ვნახეთ ფიფაში ჩამხვრჩალი ფულისტები? ფიფას ყოფილი პრეზიდენტი და სხვები. აგერ პლატინი არ დაიჭირეს ამ ოხერი ფულების გამო? მოეწვათ კუჭები მესიმ, რომ ამხილა! თუ აკიდებენ ლეოს დისკვალიფიკაციას შეიტენონ ერთ ადგილას ეგ კოპაც და მაგასთან ერთად თვითონაც შეეტენონ და დავამატებ კიდევ აქაურ ვაი ფეხბურთის მცოდნეებსაც ვინც მესის აკრიტიკებთ. ლეო ლეგენდა ხარ! ძაღლებმა იყეფონ ან იყროყინონ.
ბარსა მესი
11:34 09-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული