"ვერდერის" ექს-მწვრთნელი: რატომ არ ჩავიბარე მოსკოვის "ლოკომოტივი"? - უკრაინელი ვარ

AutoSharing Option
"ვერდერის" ექს-მწვრთნელმა, 49 წლის ვიქტორ სკრიპნიკმა იუთუბის არხზე გადაცემაში "Вацко Live"-ში იმაზეც ისაუბრა, რომ რამდენიმე ხნის წინ მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელი იური სიომინი შეეძლო შეეცვალა, მაგრამ ლუგანსკის "ზორიაში" მუშაობა არჩია.

"რატომ ვუთხარი უარი? იმიტომ, რომ მე აქ ამით უნდა ვიცხოვრო. მორჩა და გათავდა. მე ეს არ მინდა. "ლოკომოტივი" "ზორიაზე" გაცილებით უკეთეს კონტრაქტს მთავაზობდა. 5 წელია სიამაყით ვამბობ, რომ უკრაინელი ვარ. ჩემი არჩევანი გავაკეთე.

ჩემი ოჯახისთვის ვცხოვრობ. მინდა, ჩემზეც კარგად ილაპარაკონ. მივიღე გადაწყვეტილება, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ ვნანობ".

სკრიპნიკი დნეპროპეტროვსკის ოლქშია დაბადებული,
თამაშობდა ზაპოროჟიეს "მეტალურგში" (1992-1994 წლები), "დნიპროში" (1996-1996) და "ვერდერში" (1996-2004), შემდეგ ბრემენული კლუბის ახალგაზრდული და მეორე გუნდების თავკაცი იყო, ხოლო 2014-2016 წლებში პირველ გუნდს ედგა სათავეში.

გასულ სეზონში "რიგას" წვრთნიდა, ახლა კი "ზორია" ჩაიბარა. მცველი იყო, 24 მატჩი აქვს უკრაინის ნაკრებში ჩატარებული.

Transfermarkt-მა 2014/2015 წლების სეზონის მიხედვით ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელად აღიარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული