"აბერდინის" მწვრთნელი: "ჩიხურასთან" საოცრად ვითამაშეთ, მეც გაკვირვებული ვარ

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" დიდი სხვაობით დამარცხების შემდეგ "აბერდინის" მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე მატჩის შესახებ ისაუბრა.

"შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. ხალხი, რომელსაც თამაშები არ უნახავს და ანგარიშს დახედავს, იფიქრებს, რომ ძალიან სუსტ გუნდს ვეთამაშებოდით, თუმცა ეს ასე არაა. ჩემი აზრით, "ჩიხურა" ანგარიშგასაწევი ძალაა, თუმცა "აბერდინმა" ითამაშა საოცრად.

საკუთარი მომენტები გამოვიყენეთ, გავიტანეთ რამდენიმე კარგი გოლი, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ჭკვიანურად ვითამაშეთ. შეხვედრა მაღალ სისწრაფეებზე დავიწყეთ და ფანებმაც დაინახეს ორი საშინაო მატჩის შემდეგ, რომ ძალიან კარგად მივიწევთ წინ.

მეც გაკვირვებული ვარ, სეზონის დასაწყისში ასეთი
ხარისხის თამაში ჩემს ფეხბურთელებზე ძალიან დადებითად მეტყველებს. ჩვენ ვაჩვენეთ საკუთარი ძალა, სისწრაფე, თამაშის ხარისხი და ამაზე უფრო ბედნიერი უბრალოდ ვერ ვიქნები", - განაცხადა დერეკ მაკინსმა.

"აბერდინი" ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა და იქ ხორვატიულ "რიიეკას" შეხვდება.

altსაჩხერელები დამარცხდნენ, მაგრამ ღირსება არ დაუკარგავთ - იხილეთ ფოტო გასახდელიდან [PHOTO]

alt"ჩიხურა" "აბერდინთან" განადგურდა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმ მეორემ რა თქვა რატომ არ წერთ? ვისკის და ღვინოს რო ადარებდა თამაშამდე?!
Vakhtang Lobzhanidze
14:33 02-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული