
"ლოს ანჯელეს გელაქსის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "პორტლენდ ტიმბერსთან" (0:4) მატჩში სიმულაციისთვის დასაჯეს.
იბრაჰიმოვიჩი 50-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მცველთან თამაშისას წაიქცა. არბიტრმა პენალტი არ დანიშნა.
MLS-ის დისციპლინარულმა კომიტეტმა 37 წლის შვედი ფეხბურთელი სიმულაციისთვის დასაჯა. ჯარიმის თანხა არ ხმაურდება.
ამ შეხვედრაში ზლატანმა ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო მოქმედ ჩემპიონ "ატლანტა იუნაიტედთან" ვერ ითამაშებს.
MLS-ის 18 მატჩში იბრაჰიმვიჩმა 16 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. "გელაქსი' კი 37 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.