"ლივერპულის" მეკარე კარიერას ბელგიაში გააგრძელებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" 31 წლის მეკარე სიმონ მინოლე კარიერას ბელგიურ "ბრიუგეში" გააგრძელებს.

სამშობლოში დაბრუნებულმა მინოლემ "ბრიუგესთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მინოლეს ბელგიაში "სენტ ტრუიდენის" შემადგენლობაში უთამაშია, 2010 წელს კი "სანდერლენდთან" გააფორმა 5-წლიანი კონტრაქტი.

2013 წელს უკვე "ლივერპულში" გადავიდა და მერსისაიდულ კლუბში 6 წელი გაატარა.

"წითლებთან" ერთად მინოლემ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სეზონში თამაში აღარ უწევდა, კლოპის თქმით, ბელგიელი მეკარე გუნდში ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ სიმონ მინოლე ბელგიის ნაკრების მეკარეა და ეროვნულ გუნდთან ერთად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული