გრიზმანი, დე იონგი... - "ბარსელონამ" გამპერის თასზე ლონდონის "არსენალი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონამ" ჟოან გამპერის თასისთვის გამართულ შეხვედრაში ლონდონის "არსენალი" დაამარცხა.

ანგარიში პიერ ემერიკ ობამეიანგმა გახსნა და 36-ე წუთზე ლონდონელები დააწინაურა. მეორე ტაიმში პირველმა თავი ისევ "არსენალის" ფეხბურთელმა გამოიჩინა, ამ შემთხვევაში ლონდონელთა მცველმა ინსი მიეთლენდ-ნილსმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი.

შეხვედრის ბოლოს, დამატებით წუთებზე თავი ლუის სუარესმა გამოიჩინა და "ბარსას" გამარჯვება მოუტანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჰოლანდიელი ფრენკი დე იონგი დასახელდა.

ბარსელონა-არსენალი 2:1
გოლები: ობამეიანგი 0:1 (36), მეითლენდ-ნილსი 1:1 (ავტ. გოლი 69), სუარესი 2:1 (90+1)

"ბარსელონა" - ნეტუ(ტერ შტეგენი, 46), სემედუ (ვარე, 63), პიკე (ლენგლე,
46), უმტიტი (ტოდიბო, 46), ალბა (მირანდა, 63), რაკიტიჩი (ალენია, 46), დე იონგი (ბუსკეტსი, 46), პუიგი (სერხი რობერტო, 46), დემბელე (სუარესი, 63), გრიზმანი (კოლადო, 79), კარლეს პერესი (რაფინია, 46)

"არსენალი" - ლენო, მეითლენდ-ნილსი, ჩემბერსი, პაპასტასტოპულოსი (მუსტაფი, 87), მონრეალი (კოლაშინაცი, 46), უილოკი (სებალიოსი , 72), ჯაკა (ტორეირა, 86), მხითარიანი (საკა, 71), იოზილი (მარტინელი, 73), ნელსონი (გენდუზი, 46), ობამეიანგი (ნკეტია, 86)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული