"მანჩესტერ იუნაიტედისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.
"ეს რთული გადაწყვეტილება იყო, ამ მომენტის დადგომა არ მინდოდა. თუმცა ყველას ესმის, რომ ამას ვერ გავექცევით და მეც ვიცოდი, რომ ერთხელაც პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთის თამაშს შევწყვეტდი. ახლა კი ეს გადაწყვეტილება მივიღე.
ცოტა ხნის წინ ძალიან კარგი შეთავაზება მივიღე, თუმცა მე არგუმენტებს ვეძებდი, რომ უარი მეთქვა. ასაკის მატებასთან ერთად არჩევანს უფრო მეტი ყურადღებით ვაკეთებ.
კარგი იქნებოდა კარიერის "პენიაროლში" დასრულება, თუმცა ეს არ გამოვიდა, მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდა", - გადმოსცემს
ფორლანის სიტყვებს AS.
40 წლის ფორლანის უკანასკნელი კლუბი ჰონგ-კონგის "კიჩი" იყო და უკანასკნელად ამ კლუბის მაისურით ურუგვაელმა გასული წლის მაისში ითამაშა. ფორლანს ურუგვაის ნაკრებში 112 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც 36 გოლის გატანა მოახერხა.