ტურინი "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გუნდის ფორვარდის პაულო დიბალას მომავლის შესახებ ისაუბრა.
"დიბალამ მხოლოდ ორი ვარჯიში ჩაატარა ჩემი ხელმძვანელობით, ამიტომ რაიმე შეფასება ნაადრევია. რა თქმა უნდა, ის ჯერ ვერ იქნება საუკეთესო ფორმაში და იმოქმედებს იმაზე თუ რისი შემოთავაზება შეუძლია ცრუ ცხრიანის პოზიციაზე.
ვფიქრობ, მას როლისთვის განკუთვნილი თვისებები, მაგრამ უნდა ვნახოთ ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში როგორ შევავსებთ საჯარიმო ადგილს.
როგორც უვე ვთქვი ადრე, დიბალას შესახებ საუბარი სულ შემიძლია, მაგრამ ბაზარი წინ მიიწევს და ჩემი აზრი არაფერს ნიშნავს. 6 ფეხბურთელს უნ
და დავემშვიდობოთ და მორჩა.
მათი ყველას შენარჩუნება მინდა, მაგრამ პრობლემა იმაში, რომ საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელები არ გვყავს, ასეთი მხოლოდ ერთია, ამიტომ ჩვენი განაცხადი ჩემპიონთა ლიგაში 22 ფეხბურთელისგან იქნება შედგენილი, სადაც 3 მეკარეა. ეს გვაიძულებს მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც არ გვინდა.
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო 20 დღე ჩვენთვის რთული იქნება და ეს სამწუხარო სიტუაციაა, რადგან არსებობს რისკი, მაღალი დონის ფეხბურთელები გავუშვათ", - თქვა სარიმ.