ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე "ფეიენოორდი" ჰოლანდიის ჩემპიონატის მეორე ტურში სტუმრად "ჰეერენვენს" დაუზავდა - 1:1.
თამაში დაახლოებით თანაბარი იყო. მე-13 წუთზე როტერდამელთა მცველმა ბოტეგინმა საჯარიმოში ნახევარმცველი კონგოლო წააქცია, პენალტი კი ოდგაარდს ვერმეერმა აიღო, ხოლო ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ბურთი ხელზე მასპინძელთა მცველ ფლორანუს მოხვდა და თერთმეტმეტრიანი ბერგჰუისმა გამოიყენა.
მე-80 წუთზე "ჰეერენვენის" მცველმა დრესევიჩმა ვერმეერს 13 მეტრიდან აუღებელი დაურტყა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
მოკლედ, პირველობის სტარტზე "ფეიენოორდმა" ზიდიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ ნიდერლანდული მასშტაბითაც კი არაგრანდ გუნდთან.
ჰეერენვენი.
ჰეერენვენი - ფეიენოორდი 1:1
გოლები: 0:1 ბერგჰუისი (45+2, პენ), 1:1 დრესევიჩი (80)
გამოუყენებელი პენალტი: ოდგაარდი (13, ჰეერენვენი)
ფეიენოორდი: ვერმეერი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი, ჰეპსი, კარსდორპი (გერტრუიდა 66), ტაპია, კოკჩუ (აიოუბი 60), ბურგერი, ბერგჰუისი, ლარსონი, სინისტერა (მალაკია 60)
"ფეიენოორდმა" "დინამოს" პირველ მატჩში 4:0 სძლია, განმეორებითი შეხვედრა კი 15 აგვისტოს თბილისში გაიმართება.