უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ევროპული კლუბების მმართველებს წერილები გაუგზავნა, - იტყობინება AP. ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლის განხილვის გადადება გადაწყვიტა.
ადრე ტურინის "იუვენტუსისა" და ევროპული კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელი ანდრეა ანიელი ამჟამინდელ ფორმატს აკრიტიკებდა და ფორმატის შეცვლას ითხოვდა, რომელსაც დივიზიონების სისტემა ექნებოდა.
ადრე კლუბებმა ჩეფერინს შეხვედრა 11 სექტემბერს შესთავაზეს.