უესლი სნეიდერი კარიერის დასრულებაზე: თავისუფლება მჭირდებოდა

AutoSharing Option
35 წლის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა კარიერის დასრულების შესახებ ისაუბრა.

"თავისუფლება მჭირდებოდა. ამას 2 თუ 3 თვის თვის მივხდი, როცა რამდენიმე კლუბი იყო ჩემით დაინტერესებული და კონტაქტზე გამოვიდნენ, მაგრამ არც კი მინდოდა მათი შემოთავაზების განხილვა. დროა ამას ბოლო მოვუღო. თამაშის გაგრძელება და ვარჯიში რომ მდომოდა კიდევ 2-3 წელი ყატარში ვითამაშებდი, მაგრამ დროა გავჩერდე.

უკვე 7 წლის ასაკში "აიაქსში" ვთამაშობდი. მას შემდეგ თითქოსდა გვირაბში ვცხოვრობდი და თავისუფლად ვერ ვცხოვრობდი. პრაქტიკულად არასდროს მქონდა დრო უქმეებზე დამესვენა, დაბადების დღეები აღმენიშნა და დაკრძალვებს დავსწრებოდი.
მინდოდა თავი თავისუფლად მეგრძნო და ეს მაწყობს.

ფეხბურთი სისხლში მაქვს და ამას ვერ შევცლი, თუმცა უკვე ყველაფერი გავაკეთე ფეხბურთში, რაც უნდა გამეკეთებინა", - ციტირებს სნეიდერს  De Telegraaf.

სნეიდერს ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა ამსტერდამის "აიაქსი", მადრიდის "რეალი", მილანის "ინტერი". სნეიდერმა ჰოლანდიის ნაკრებით მაისურით 134 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული