ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ცნობით, ლეგენდარული კოტდივუარელი ფეხბურთელი დიდიე დროგბა შესაძლოა კოტ დ'ივუარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს.
ყოფილმა ფეხბურთელმა უკვე შეიტანა განაცხადი არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება.
ამ დროისთვის დროგბა ადგილობრივ კლუბ "უილიამსვილ ატლეტიკის" აღმასრულებელ კომიტეტში მუშაობს.
დროგბასთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას კოტ დ'ივუარის ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი ბონავენტურ კალუ მიიღებს.