დანიელე დე როსის "ბოკა ხუნიორსში" მოულოდნელი გადასვლა არავის გამოჰპარვია და მათ შორის არც ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდა დიეგო მარადონას.
დე როსის, რომელსაც "ბოკას" რიგებში დებიუტი უკვე ჰქონდა, მარადონა მეგობრულ წრეში შეხვდა და მისგან სამახსოვროდ მაისურიც მიიღო, რომელზეც თავად დე როსის ხელმოწერაა.
დანიელე დე როსიმ საფეხბურთო კარიერის "რომაში" გატარების შემდეგ მოულოდნელად თქვა, რომ არ შეეძლო ფეხბურთიდან ისე წასვლა, "ბოკა ხუნიორსში" რომ არ ეთამაშა. შეთანხმების მიხედვით, იტალიელი არგენტინულ კლუბში 1 წელი ითამაშებს.
დიეგო მარადონა: არგენტინის ნაკრებს ტონგაც კი მოუგებს
დიეგო მარადონას მიმართ პატივისცემა მის მშობლიურ კლუბში საკმაოდ უცნაური ფორმით გამოხატეს [PHOTO]