28 წლის "ახალგაზრდა" თავდამსხმელმა ბოიან კრკიჩმა საკუთარ კარიერაში მე-6 ქვეყნის ჩემპიონატში გაიტანა გოლი. "ბარსას" ყოფილმა ფორვარდმა გოლების ანგარიში MLS-ში გახსნა და კანადურ დერბიში "ტორონტოს" გაუტანა.
კრკიჩი, რომელიც ბოლოს "სტოკ სიტის" ღირსებას იცავდა "მონრეალ იმპაქტში" ამ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა და პირველი გოლის გასატანად 3 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.
ბოიანის გოლის მიუხედავად "მონრეალი" დამარცხდა (1:2) და პლეი ოფის ზონაში შესულმა "ტორონტომ" 3 ქულით გაასწრო. აღსანიშნავია, რომ "მონრეალის" კაპიტანი "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" ყოფილი მცველი 36 წლის ბაქარი სანია გახლავთ.