კრიშტიანო რონალდოს სიტყვა, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 29 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის დროს უეფამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები დაასახელა, თუმცა დღის მთავარი მოვლენა კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის გვერდიგვერდ ჯდომა, საუბარი და რონალდოს სიტყვა იყო, რომელიც საფეხბურთო და ზოგადად, სპორტის ისტორიას აუცილებლად დარჩება.

საღამოს წამყვანმა მესისა და რონალდოს მიმართა: "კარგა ხანია ერთად არ გვინახიხართ და შევამჩნიეთ, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობდით, გენატრებათ ერთმანეთი?"

ლიონელ მესი: "დიახ. ძალიან კარგი დრო იყო, როცა კრიშტიანო ლა ლიგაში თამაშობდა, განსაკუთრებით, იმიტომ, რომ "რეალის" ფეხბურთელი იყო. თუმცა ახლა სხვა დიდებულ კლუბშია და
ესპანეთიდან ვადევნებთ თვალს მის თამაშს".

კრიშტიანო რონალდო: "ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი [ერთმანეთში საუბრისას], რადგან მე და ლეო ამ სცენას 15 წელია ვიყოფთ. არ ვიცი, მსგავსი რამ ფეხბურთში ოდესმე თუ მოხდება, რომ ორი ფეხბურთელი ერთსა და იმავე სცენაზე ამდენი ხნის განმავლობაში ერთად იყოს.

მინდა გითხრათ, რომ ეს ადვილი ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ გვისადილია. თუმცა, იმედი მაქვს, მომავალში ეს მოხდება.

რა თქმა უნდა, ძალიან მენატრება ესპანეთში თამაში. ჩვენ ბოლო 15 წლის განმავლობაში დიდი დაპირისპირება გვქონდა. ის მე მაძლიერებდა და მე - მას და ძალიან კარგია, რომ მე და ლეო საფეხბურთო ისტორიის ნაწილი ვართ".

რონალდოსა და მესის დაჯილდოებაზე ყოფნამ ის ფაქტიც კი დაჩრდილა, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ვირჯილ ვან დეიკი გახდა და დიდი ალბათობით, "ოქროს ბურთსაც" ჰოლანდიელი მცველი მოიგებს.

altმესისა და რონალდოს ჰეგემონია დასრულდა? - უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 14 /
ორივე უძლირესი ფეხბურთელი და დადებითი პიროვნებები არიან და ერთმანეთთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ.ამათი ფანები კი ნაც-ქოცებივით არიან ერთმანეთზე გადაკ8დებული:)
გია
14:46 30-08-2019
0
ფეხბურთის ვირტუოზები! მესის და როლანდოს რაში ჭირდებათ პრიზები, თვითონ არიან ფეხბურთის პრიზებიც და ჯილდოებიც გულშემატკივრებისთვის!
merabi
19:36 30-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული