რადამელ ფალკაოს "გალათასარაიში" ათასობით ფანი დახვდა

AutoSharing Option
33 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო "მონაკოდან" "გალათასარაიში" გადავიდა.

ფალკაოს მონეგასკურ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა, თავისუფალი აგენტი გახდა და "გალათასარაიმ" ხელში მუქთად ჩაიგდო.

სტამბოლში სამხრეთამერიკელ ფორვარდს ზარზეიმით "გალათასარაის" ათასობით ფანი დახვდა.

მას სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონი ევრო დაუნიშნეს.

ფალკაომ გასულ სეზონში ლიგა 1-ის 33 მატჩში 15 გოლი (3 პენალტით) და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ფალკაო არ ყოფილა დიდი ფეხბურთელი თურმე და ლევან შენგელია ვარსკვლავებს წყვეტს ვაი ვაი ცოტა აზრი დაატანეთ რაღაცას რომ წერთ ფალკაოს რო აქვს გაკეთებული ის გასკეთოს შენგელიამ და შენგელია თუ იმსახურებს ეგეთ დახვედრას მაშინ ფალკაოს ძეგლი უნდა დაუდგან
ზაზა
12:57 03-09-2019
0
ბოდიში ავტორ მარა მოყვარულის დონეზეც არ იცი ფეხბურთი!
barsa
12:23 03-09-2019
0

სიახლეები პოპულარული