რიო ფერდინანდი: როდესაც მესის 50 გოლი გააქვს, ვან დეიკის დაჯილდოება არ შეიძლება

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილ მცველს, რიო ფერდინანდს მიაჩნია, რომ უეფას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად "ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დეიკი არ უნდა დაესახელებინა და ამას არგუმენტირებულად ხსნის.

"არავითარი ეჭვი არ არსებობს, ვან დეიკი დღეს მსოფლიოს საუკეთესო მცველია, მაგრამ როდესაც მესის სეზონში 50 გოლი გააქვს, მისი იგნორირება არ შეიძლება.

ხალხი ამბობს, რომ მესისა და რონალდოს დომინირება მოსაწყენია, მაგრამ ისინი უკანასკნელი 12-15 წლის მანძილზე არნახულად თამაშობენ.

ცენტრალური მცველი ვიყავი და მიხარია ვან დეიკის აღიარება, თუმცა 50 გოლის გამტანი ფეხბურთელის იგნორირების უფლება არა აქვთ.

მე ჩემი სიმწრით
ნაშოვნ ფულს მცველის თამაშის ყურებაში არ გადავიხდიდი. გამართეთ! მინდა სიხარულისგან ვხტოდე, აღფრთოვანებული ვიყო არაჩვეულებრივი გოლით.

ფეხბურთში ხომ ყველაზე ძნელი გოლის გატანაა", - ციტირებს ფერდინანდს BT Sport-ი.

altლინეკერმა და ფერდინანდმა მესის გოლი იზეიმეს - "ლივერპულის" გულშემატკივრები აღშფოთებულნი არიან

altრიო ფერდინანდი: მესი როდესაც მოინდომებს, ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია

altრიო ფერდინანდი: "ლივერპულის" გულშემატკივრები 20 წლის შემდეგ გამოძვრნენ და ლაპარაკი დაიწყეს

altრიო ფერდინანდი: 10 კათხა ლუდს რომ დავლევდი, მერე გადავდიოდი სპირტიან სასმელებზე

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვისაც ფერდინანდის ნათქვამი არასწორად მიაჩნია: გუნდი რომ გყავდეს და მხოლო 10 ვან დეიკის ან მხოლოდ 10 მესის ყოლის უფლება რომ გქონდეს (ბოლო სეზონში ფორმაში მყოფის) რომელს აირჩევდით? ან 2 ასეთი გუდიდან რომლის თამაშს უყურებდით ვან დაიკების თუ მესის.
1
მაგარი სირმანჩო ხარ
tom-s
07:43 06-09-2019
0

სიახლეები პოპულარული