უელსმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეს, ბელორუსს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საკუთარ მოედანზე უელსის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბელორუსს 1:0 სძლია.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი გოლით იმარჯვეს, რომელიც "მანჩესტერის" ნახევარმცველმა დანიელ ჯეიმსმა გაიტანა. 21 წლის ჯეიმსმა კლუბსა და ეროვნულ გუნდში ბოლო 6 შეხვედრაში 4-ჯერ დაამწუხრა მეტოქეეები.

ბელორუსი ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქეა, მაგრამ თუ კოსოვომ პირდაპირ მოიპოვა ევროპირველობის საგზური, მაშინ ჩვენს გუნდს ლუქსემბურგი შეხვდება.

კარდიფი. "სიტი"
უელსი - ბელორუსი 1:0
გოლი: ჯეიმსი (17)

უელსი: უორდი, რობერტსი, მეფამი (ლოკერი 77), როდონი, ბ. დევისი (განტერი 91+1), მორელი, ალენი, ჯეიმსი
(ბეილი 50), უილსონი (ვოლკსი 89), უილიამსი, მური (ვოუკსი 75)

ბელორუსი: პლოტნიკოვი, ზოლოტოვი, პოლიტევიჩი, ვოლკოვი, პოლიაკოვი (ებონგი 46), იაბლონსკი (მაევსკი 46), ბაგა (დრაგუნი 71), სკავიში (პეჩენინი 77), სიგნევიჩი (სტასევიჩი 70), ბაჰარი (კლიმოვიჩი 85)

altბელარუსის ნარების მწვრთნელი: საქართველოსთვის ვემზადებით, ამოცანა ევრო 2020-ზე გასვლაა
მკითხველის კომენტარები / 5 /
და ევროპაზე ლუქსემბურგივით გაგვაფარჩაკონ, ეგ გინდათ?
დაატიეთ რა!
ხომ ხედავთ საჩვენო არაა ფეხბურთი, ხოკეი რომ იყოს კიდე ხო........
კ ო მ ბ ლ ე
10 სექტემბერი 2019 12:36
13
სოსო აბსოლიტურად მართალია. ეხლა მგონი ის დროა კოსოვოს ვუგულშემატკივროთ ქართველებმა რომ პირდაპირ ჯგუფიდან გავიდეს ევროზე, რადგან მერე ლუქსემბურგს მივიღებთ თბილისში რაც დიდი ალბათობით იმას ნიშნავს რომ ფინალში გავალთ და ევროპირველობაზე მოსახვედრად რეალურად ერთი სერიოზული მეტოქის ძლევაღა დაგვჭირდება. ნუ ეხლა ლუქსემბურგიც თუ ვერ დავამარცხეთ საკუთარ კედლებში მაშინ მართლა არაფერი გვესაქმება ევროპაზე.
ირაკლი
10 სექტემბერი 2019 11:22
1
სავარაუდო რატომ?
გოგა
10 სექტემბერი 2019 09:39
9
დისლაიქი შემთხვევით დავსვი გოგა,გამოხმაურებაზე უნდა დამეწკაპებინა და ბოდიშს გიხდი.სავარაუდო იმიტომაა ბელარუსი,რომ თუ კოსოვო ჯგუფში მეორე ადგილს შესწვდება,იქიდან გავა ევროპაზე და მის ადგილს ერთა ლიგის მის ჯგუფში მეორე ადგილოსანი ლუქსემბურგი დაიკავებს.რანგირების შესაბამისად ის ერთა ლიგის გამარჯვებულებს შორის უარესი შედეგისა იქნება და ჩვენც მას შევხვდებით ბელარუსის ნაცვლად.ნეტავი ასე მოხდეს.
სოსო
10 სექტემბერი 2019 10:26
1
სავარაუდო მეტოქეს კი არა, მეტოქეს. რა დაბალი დონე ხართ...
levani
10 სექტემბერი 2019 08:23
16

სიახლეები პოპულარული