რომან იარემჩუკი: "გენტმა" "რომას" ჩემში იმდენი მოსთხოვა, რამდენიც არ ვღირვარ

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებისა და "გენტის" თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა "რომასთან" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა:

"რომა" ჩემი სამსახურით ძალიან სერიოზულად იყო დაინტერესებული, მაგრამ რაღაც მომენტში ყველაფერი შეწყდა და მორჩა...

რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა "რომაში" გადასვლა. ვიცი, იქ ჯეკო ძირითადი ფორვარდია, მაგრამ ზინჩენკო ამავე კლასის ფეხბურთელებთან ვარჯიშობს და პროგრესირებს. მან მირჩია "ჯალოროსიში" გადასვლა. ასეთ გუნდში ძირითადში თამაშის 100%-იან გარანტიას არავინ არ მოგცემს.

"რომას" წარმომადგენლები ჩვენს კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა.

"გენტმა" ჩემში ძალიან დიდი თანხა მოითხოვა, რამდენიც რეალურად არ ვღირვარ - 20
მილიონი ევრო.

რაც შეეხება "გალათასარაის", რაღაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა, შეცვლაზე შემსვლელი ფეხბურთელი სჭირდებოდათ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა დროს მიიღო ტრავმა ჩაკვეტაძემ. ასეთ რამეს რომ ვკითხულობ გულზე ვსკდები. ეს უკლასო რომას აინტერესებს თურმე, არადა ჩაკვეტაძეს რა საგოლე პასებს უფიჭებდა. ჩაკვეტაძის ნახევარიც არაა ეგ.
ssms
11:01 11-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული