პეპ გვარდიოლა: სტერლინგი? რონალდოს და მესის ვერავინ შეედრება, ვერავინ

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "მანჩესტერ სიტის" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ტრევორ სინკლერმა განაცხადა, რომ "ქალაქელთა" ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი უკვე რონალდოსა (იუვენტუსი) და ლეო მესის (ბარსელონა) დონეზე თამაშობს. ამაზე კომენტარი "სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

"მახარებს სტერლინგის კარგი ასპარეზობა. იმედია, ის ასეთ რამეებს არ წაიკითხავს და არ მოუსმენს. რონალდოს და მესის ვერავინ შეედრება, ვერავინ.

არ ვიცი, საუკეთესოა თუ არა სტერლინგი ინგლისში. ჩემი გუნდის ფეხბურთელია და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შრომისმოყვარეა, სასიამოვნო ბიჭია და მისით აღფრთოვანებული ვარ", - ციტირებს გვარდიოლას "ინდეპენდენტი".

altუეინ

რუნი: გვარდიოლა ინგლისის ნაკრების მწვრთნელი რომ ყოფილიყო, ყველაფერს მოვიგებდით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული