რამდენიმე დღის წინ "მანჩესტერ სიტის" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ტრევორ სინკლერმა განაცხადა, რომ "ქალაქელთა" ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი უკვე რონალდოსა (იუვენტუსი) და ლეო მესის (ბარსელონა) დონეზე თამაშობს. ამაზე კომენტარი "სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.
"მახარებს სტერლინგის კარგი ასპარეზობა. იმედია, ის ასეთ რამეებს არ წაიკითხავს და არ მოუსმენს. რონალდოს და მესის ვერავინ შეედრება, ვერავინ.
არ ვიცი, საუკეთესოა თუ არა სტერლინგი ინგლისში. ჩემი გუნდის ფეხბურთელია და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შრომისმოყვარეა, სასიამოვნო ბიჭია და მისით აღფრთოვანებული ვარ", - ციტირებს გვარდიოლას "ინდეპენდენტი".
უეინ რუნი: გვარდიოლა ინგლისის ნაკრების მწვრთნელი რომ ყოფილიყო, ყველაფერს მოვიგებდით