მარიო მანჯუკიჩი "იუვენტუსს" აღარ სჭირდება და კარიერის აშშ-ში გაგრძელებაზე ფიქრობს

AutoSharing Option
ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი "იუვენტუსის" დატოვებასთან ახლოსაა.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, რომ მანჯუკიჩი სხვა კლუბების ვარიანტებს განიხილავს.

მანჯუკიჩმა ყატარის "ალ გარაფაში" გადასვლა არ ისურვა, "ლოს ანჟელესის" შეთავაზებამ კი დააინტერესა.

თუ მარიო ამერიკულ კლუბში გადაბარგდა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის გამო, წელს თამაშს ვერ შეძლებს.

მწვრთნელად მაურიციო სარის დანიშვნის და ფორვარდ გონსალო იგუაინის დაბრუნების შემდეგ, მარიო გუნდში ზედმეტი აღმოჩნდა და ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოხ როგორ მეჯავრება როცა დამსახურებულ ფეხბურთელებს, რომლებსაც უდიდესი შრომა აქვთ ჩადებული გუნდის წარმატებაში, ასე ერთი ხელის მოსმით უშვებენ. ეს რა მიდგომაა უბრალოდ მომკალით და ვერ ვიგებ! რატო უნდა მიდიოდეს ფეხბურთელი გულგატეხილი და შეურაცხობილი , სხვა ქვეყანაში სათამაშოდ? როცა შეიძლება კარიერა თავის გუნდში ჩაამთავროს და ღირსეულად და დამსახურებულად გააცილონ? ამის მაგალითები სამწუხაროდ ბევრი გვაქვს. მაგ: ხავი, ინიესტა, დავით ვილია, პედრო, კასილასი, რაული, და უამრავი კარგი ფეხბურთელები. აგერ ეხლახან რაკიტიჩსაც ცუდად მოექცნენ ნეიმარის გამო. მე ყოველთვის ასეთი კომენტარებით შემოვდივარ იმიტომ, რომ უბრალოდ გული მწყდება უპატივცემულობა ისეთი ფეხბურთელების მიმართ რომლებიც არ იმსახურებენ ასეთ მიდგომას.
გია1
14:09 14-09-2019
0

სიახლეები პოპულარული