ყველა დროის ტოპ-5 გაუქმებული გოლი ფეხბურთში [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, გარეთ ბეილის პსჟ-სთან არჩათვლილი გოლის შემდეგ გადავწყვიტეთ, გაგვეხსენებინა ულამაზესი გოლები, რომლებიც, სამწუხაროდ, გააუქმეს.

Sportall.ge გთავაზობთ ჩვენი ვერსიით ყველა დროის ტოპ-5 გაუქმებულ გოლს.

აქ ჩამონათვალი პირობითია და არ ნიშნავს, რომ პირველ პოზიციაზე მყოფი გოლი მე-5 პოზიციაზე მყოფს სჯობს.

1. პაბლო დანიელ ოსვალდოს მიერ 2011 წელს "ლეჩეს" კარში გატანილი გოლი, რომელიც არარსებული თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმეს.


2. კრიშტიანო რონალდოს მიერ 2010 წელს ესპანეთის კარში გატანილი გოლი, რომლის არჩათვლაც მსაჯებზე მეტად ნანის ბრალია. თუმცა მსაჯები შეცდნენ, რადგან ნანის შეხების
დროს ბურთი უკვე კარში იყო.


3. ედინსონ კავანის მიერ 2011 წელს გამპერის თასზე "ბარსელონასთვის" გატანილი გოლი, რომელიც მარეკ ჰამშიკზე დაფიქსირებული თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმეს.


4. გარეთ ბეილის მიერ 2019 წელს პსჟ-ს კარში გატანილი გოლი, რომელიც მატჩის მთავარმა არბიტრმა უელსელის მხრიდან ხელით თამაშის გამო არ ჩათვალა.


5. კევინ კიგანის მიერ 1981 წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გატანილი გოლი, რომელიც დევიდ არმსტრონგზე დაფიქსირებული თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.


altრობერტო კარლოსის საოცარი დარტყმა და გაშეშებული ვიტორ ბაია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლამპარდის გოლი გერმანიასთან ;)
GerarD
20:01 19-09-2019
0
რონალდუს გოლი არასწორად გაუუქმეს ბურთს ხაზი გადაკვეთილი ქონდა ნანიმ რომ დაუმატა.
თემო
23:46 20-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული