ევროპა ლიგის ფინალი თბილისში არ ჩატარდება - უეფამ სევილია აირჩია

AutoSharing Option
სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გამართულმა უეფას აღმასკომის სხდომამ გადაწყვიტა, ევროპა ლიგის 2021 წლის ფინალი სევილიას "სანჩეს პისხუანზე" ჩაატაროს.

ამ ტურნირის გადამწყვეტი მატჩის მასპინძლობაზე მხოლოდ ორი კანდიდატი იყო დარჩენილი - სევილია და თბილისი და სამწუხაროდ, უეფამ უპირატესობა ანდალუსიის დედაქალაქს მიანიჭა.

შეგახსენებთ, 2015 წელს ევროპის სუპერთასი "დინამო არენაზე" გაიმართა და "ბარსელონამ" "სევილიას" 5:4 მოუგო.

უეფამ აგრეთვე დაადგინა, რომ ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალს მიუნხენი, ხოლო 2023 წლისას ლონდონი უმასპინძლებს.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ამ ტურნირის ფინალი 2021 წელს პეტერბურგში გაიმართება.

უეფას ევროპის 2021
წლის სუპერთასი ბელფასტში ჩატარდება. ამ შეხვედრის მასპინძლობის სურვილი აგრეთვე მინსკს, ჰელსინკის და ხარკოვს ჰქონდათ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხანდახან რა მიკვირს იცით,ეს უეფა რით ხელმძღვანელობს ვერ გავიგე,ჩვენ სტადიონებს იწუნებენ ხოლმე და რაღაც მოთხოვნებს უყენებენ და ხანდახან როცა მიმოხილვებს უყურებ ევროპის თასებზე(უფრო ევროპის ლიგა მაქვს მხედველობაში)ისეთ სტადიონებზე თამაშობს გუნდები რომ,ჩვენი სტადიონები მაგასთან შედარებით უემბლია.რა ვიცი კი აძლევენ უფლებას და.......
კახა ქ.
01:46 25-09-2019
1

სიახლეები პოპულარული