The Best - ფიფამ ნიკარაგუელები სიცრუეში, ხოლო ეგვიპტელები და სუდანელები დილეტანტიზმში ამხილა

AutoSharing Option
ფიფას მიერ მსოფლიოს საუკეთესო კაც ფეხბურთელად "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის დასახელებას ნიკარაგუელთა, სუდანელთა და ეგვიპტელთა პროტესტი მოჰყვა. მათ ფიფამ არგუმენტირებულად უპასუხა.

ფიფამ უარყო ნიკარაგუის ნაკრების კაპიტნის, ხუან ბარერას ბრალდება, თითქოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებაში მონაწილეობა არ მიუღია და მისი ხმა მესის მისცეს.

ფიფამ ბარერას მიერ შევსებული ბიულეტენის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მან სამეულში მესი, სადიო მანე და რონალდო დაასახელა. დოკუმენტს თან ახლავს ფეხბურთელის ხელმოწერა და "ამშვენებს" ფეხბურთის ფედერაციის ბეჭედი.

რაც შეეხება ეგვიპტელთა პროტესტს - მათი ბიულეტენები არ მიიღეს არასწორად
შევსების გამო (შესრულებულია მთავრული ასოებით, რაც დაუშვებელია). მიუხედავად იმისა, რომ ფიფამ ორჯერ შეახსენა და მიუთითა, როგორ შეევსოთ ბიულეტენები, ეს ვერაფრით ვერ მოახერხეს. შეცდომების გარდა, ეგვიპტელთა დოკუმენტს არ ჰქონდა ფედერაციის გენერალური მდივნის ხელმოწერა.

ფიფამ იგივე განაცხადა სუდანელთა პროტესტთან დაკავშირებით.

ასე რომ, ფიფას მტკიცებით, საქმე სიცრუესთან და ელემენტარულ დილეტანტიზმთან გვაქვს.

შეგახსენებთ, ფიფას ვერსიით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
მესი ყველას ევასება ვისაც ფეხბურთი უყვარს, მაგრამ წელს ვან დაიკი იმსახურებდა და არა ეგ!!!!!!!!
3
ფეხბურთი გიყვარდეს და მესი არ გევასებოდეს ერთდროულად არ გამოდის.ისევე როგორც რონალდო რათქმაუნდა,მაგრამ ამ შემთხვევაში „ფეხბურთზე შეყვარებულ“ მესის მოძულეებზე ვაკეთებ აქცენტს
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული