5 ოქტომბერს, ბუნდესლიგის მე-7 ტურში "ბაიერნმა" სახლში 1:2 წააგო "ჰოფენჰაიმთან".
დუბლით თავი სტუმართა გუნდის 26 წლის სომეხმა თავდამსხმელმა სარგის ადამიანმა გამოიჩინა, რომელიც ზაფხულში "რეგენსბურგიდან" გადაიყვანეს.
"ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ უკანასკნელ 13 მატჩში 15 გოლი გაიტანა.
ახლა 4 გუნდს - "ბაიერნს", ფრაიბურგს", "ლაიპციგსა" და "ბაიერს" 14-14 ქულა აქვთ, "შალკესა" და "გლადბახს" 13-13, ხოლო "დორტმუნდს" - 12. მოკლედ, გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატი არნახულად საინტერესო იქნება.
მიუნხენი. "ალიანც-არენა". 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - ჰოფენჰაიმი 1:2
გოლები: 0:1 ადამიანი (54), 1:1 ლევანდოვსკი (73), 1:2 ადამიანი (79)