"გრემიოს" 23 წლის ფეხბურთელი მე-6 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

AutoSharing Option
ბრაზილიური "გრემიოს" 23 წლის არგენტინელი ფეხბურთელი იზეკიელ ესპერონი ბუენოს-აირესში ერთ-ერთი წვეულების დროს კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

მართალია, ახალგაზრდა საავადმყოფოში საკმაოდ მალე გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. აღნიშნული შემთხვევა დილის 3 საათზე მოხდა. აივანზე მეგობრებთან ერთად მყოფი იზეკიელი მოაჯირს დაეყრდნო, თუმცა ის გამაგრებული არ აღმოჩნდა და ტრაგედიაც დატრიალდა.

ესპერონი სხვადასხვა არგენტინულ კლუბში თამაშობდა ახალგაზრდულ დონეზე. პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი "გრემიოს" შემადგენლობაში ჰქონდა. ამჟამად ბრაზილიურ კლუბს არგენტინელი ნახევარმცველი მექსიკურ "ატლანტსში" ჰყავდა განათხოვრებული.


მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული