"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი შემტევი ერიკ კანტონა ტყეში შიშველი დარბის.
არ იფიქროთ, რომ ფრანგი "მანჩესტერ იუნატედის" უხეიროდ ასპარეზობის გამო ჭკუიდან გადავიდა - არა, მას ისევ კინოში იღებენ.
"სანის" ცნობით, კანტონა სერიალ Le Voyageur-ში ყოფილი პოლიციელის, ტომს ბარესკის როლს შეასრულებს, რომელიც სერიული მკვლელის პოვნას ცდილობს.
გადაღებისას მას ტყეში შიშველს მოუწია სირბილი.
კანტონა ადრე რამდენიმე ფილმსა და სერიალში გადაიღეს.
ერიკ კანტონას სიტყვამ უეფას დაჯილდოებაზე ყველა გააკვირვა [VIDEO]
კანტონა - ბრაზილიის ნაკრებს: მეტი არავითარი ნიანგის ცრემლები